საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ისრაელის ელჩს საქართველოში, იუვალ ფუქსს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები განიხილეს. იუვალ ფუქსმა ირაკლი ღარიბაშვილს ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ–მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წერილი გადასცა.
„დიდი მადლობა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 67 წლისთავის მოლოცვისთვის. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ თქვენთან მჭიდრო ურთიერთობას, რათა კიდევ უფრო გავაღრმავოთ მეგობრობა და თანამშრომლობა ისრაელსა და საქართველოს შორის,“–ნათქვამია ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ გამოგზავნილ წერილში.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.