ვერტმფრენმა, რომელსაც მექსიკის შინაგან საქმეთა მინისტრი და გუბერნატორი გადაჰყავდა, კატასტროფა განიცადა - დაიღუპა 13 ადამიანი
17-02-2018, 20:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ვერტმფრენმა, რომელსაც მექსიკის შინაგან საქმეთა მინისტრი და ოახაკას შტატის გუბერნატორი გადაჰყავდა, კატასტროფა განიცადა. BBC-ის ცნობით, სულ მცირე 13 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია დაღუპული. 

 


ინციდენტი პარასკევ ღამით მოხდა, ვერტმფრენის ქალაქ პინეტოპა ნაციონალში დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე. ოახაკის შტატში მდებარე საზღვაო ქალაქი 11 კილომეტრითაა დაცილებული პარასკევ საღამოს მომხდარი 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრიდან.

 


შინაგან საქმეთა მინისტრმა ალფონსო ნავარეტემ, რომელიც ოახაკას გუბერნატორ ალეხანდრო მურატთან ერთად კატასტროფას გადაურჩა, ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ვერტმფრენმა კატასტროფა მას შემდეგ განიცადა, რაც მფრინავებმა „თვალნათლივ დაკარგეს საჰაერო ხომალდის კონტროლი“.

  


მინისტრი და გუბერნატორი ოახაკას შტატში მომხდარი 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, რასაც ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი და სერიოზული დაზიანებები არ მოჰყოლია, რეგიონში საზედამხედველო ტურს ახორციელებდნენ.

 


ნავარეტემ განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 998 000 ადამიანია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე და ზოგიერთი საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია ოახაკას შტატში.

 


2017 წლის შემოდგომით, 7 და 19 სექტემბერს სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარე მექსიკაში ორი ძლიერი, 8.2 და 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც 471 ადამიანი ემსხვერპლა და 8 შტატში 180 000-ზე მეტ სახლი დაზიანდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი