საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას არ გამორიცხავს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით ჩადენილი დანაშაულის გაზრდილი სტატისტიკის გამო.
„საქართველომ იცის, რომ თუ [ვიზის დამრღვევთა და თავშესაფრის მაძიებელთა] რიცხვები ძალიან გაიზრდება, ჩვენ შეგვიძლია შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, საქართველოზეა დამოკიდებული ვიზალიბერალიზაცის შენარჩუნება“, უთხრა გერმანიის შს მინისტრმა თომას დე მეზიერმა ჟურნალისტებს მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე და იმედი გამოთქვა, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია შენარჩუნებული იქნება.
გერმანელმა მინისტრმა მის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ასევე აღნიშნა, რომ „შემაშფოთებელია კრიმინალი“ და „საქართველოს ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი“.
„ჩვენ შეგვიძლია დაცვა, მაგრამ რაოდენობის გაზრდა შეშფოთების მიზეზია. ასევე შემაშფოთებელია კრიმინალი. ძალიან მაღალი მაჩვენებელია ვიდრე სხვა ქვეყნებიდან. საქართველოს ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი“, განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.