სამგზავრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც სხვადასხვა მონაცემებით, 60-დან 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ირანის პროვინცია ისპაანში, ქალაქ სემირომის რაიონში კატასტროფა განიცადა, იტყობინება სააგენტო „ტასნიმი“ ირანის საგანგებო სიტუაციების ცენტრზე დაყრდნობით.
სააგენტოს ინფორმაციით, ავიალაინერი თეირანი-იასუჯის რეისს ასრულებდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი სიკვდილს გადაურჩა.
ირანული მედიის ცნობით, თვითმფრინავი რადარებიდან, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე აფრენიდან 1 საათში გაუჩინარდა.
Press TV-ის ცნობით, რამდენიმე თვითმხილველმა ნახა, თუ როგორ ცდილობდა ავიალაინერი ავარიულ დაშვებას საძოვრებზე, როცა მან კატასტროფა განიცადა.
გადარჩენილთა საძებნელად ინციდენტის ადგილისკენ მაშველთა ჯგუფებია გაგზავნილი, მაგრამ სამძებრო პროცესს ის აფერხებს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი მთიანი და მიუვალია. აქედან გამომდინარე შეუძლებელია ტრაგედიის ადგილას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანების მისვლაც.
„ასემანი“ მესამე ყველაზე მსხვილი ავიაგადამზიდია ირანში და იგი ქვეყნის დედაქალაქ თეირანშია ბაზირებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.