ლევან იზორია: „ჩვენი თანამშრომლობა როგორც ნატოს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან უფრო მაღალ ხარისხში იქნება აყვანილი“
18-02-2018, 13:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენი თანამშრომლობა როგორც ნატოს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან უფრო მაღალ ხარისხში იქნება აყვანილი, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, თითოეული მოქალაქის დაცულობას და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს“ - ამ სიტყვებით შეაჯამა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანელ და ნორვეგიელ კოლეგებთან - ურსულა ფონ დე ლეიენთან და ფრანკ ბაკე-იენსენთან, ასევე გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრთან მარკ ლანკესტერთან ორმხრივი შეხვედრები, რომელიც მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალი ასპექტები იყო. როგორც ლევან იზორიამ ნორვეგიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოს მონაწილეობა სკანდინავია-ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების დისკუსიებში გააქტიურდება, მრავალეროვნული წვრთნებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით კი, ქართული მხარე ახლო მომავალში ნორვეგიას ესტუმრება.

 

 

 


გერმანიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების საკითხებზე გამახვილდა. „გერმანია ბევრს გააკეთებს, რომ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყოს ხელი. ამ მიმართულებით გერმანიამ უკვე გამოყო რამდენიმე მილიონი და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით მხარდაჭერას“, აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 


საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდნენ. სამი დღის განმავლობაში, მიუნხენში შეკრებილი მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები ევროპული და გლობალური უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. 2018 წლის საერთაშორისო ფორუმის დღის წესრიგის მთავარი თემაა ევროკავშირის, როგორც გლობალური მოთამაშის როლი და მისი ურთიერთობები რუსეთთან და აშშ-თან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი