სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა, ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ "რონიკასა" (ი.მ "გელა ახალაძე") და ჭავჭავაძის ქუჩაზე, კაფე-ბარ "ქართველოში" (ი.მ "ვაჟა ქართველიშვილი") დამზადებულ ოსტრსა და ქაბაბში ცხენის ხორცის გამოყენების ფაქტი გამოავლინეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა აღნიშნული კაფე-ბარებიდან ხორცის სახეობრივი კვლევისთვის აიღეს მზა კულინარიული ნაწარმის ნიმუშები და გამოსაკვლევად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს.
კვლევის შედეგად ი.მ "გელა ახალაძის" კაფე-ბარ "რონიკასა" და ი.მ "ვაჟა ქართველიშვილის" კაფე-ბარ "ქართველოში" იდენტიფიცირდა ცხენის ხორცი, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.