ირანის მთებში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფისას ბორტზე მყოფი 66-ივე ადამიანი დაიღუპა
18-02-2018, 15:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ასემანის ავიახაზების“ ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ირანში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფისას არავინ გადარჩენილა და ბორტზე მყოფი 66-ივე ადამიანი დაღუპულია, იუწყება BBC. 

 

 

სამგზავრო თვითმფრინავმა ირანის პროვინცია ისპაანში, ქალაქ სემირომის რაიონში კატასტროფა კვირას, დილის საათებში განიცადა.

 

 

ავიალაინერი თეირანი-იასუჯის რეისს ასრულებდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანი სიკვდილს გადაურჩა, თუმცა მოგვიანებით ეს არ დადასტურდა. 

 

 

მომხდარიდან მალევე ირანული მედია მგზავრთა რაოდენობის შესახებაც სხვადასხვა მონაცემებს ავრცელებდა და აცხადებდა, რომ ავიალაინერის ბორტზე 60-დან 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

 

 

ირანული მედიის ცნობით, თვითმფრინავი რადარებიდან, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე აფრენიდან 1 საათში გაუჩინარდა. 

 

 

Press TV-ის ცნობით, რამდენიმე თვითმხილველმა ნახა, თუ როგორ ცდილობდა ავიალაინერი ავარიულ დაშვებას საძოვრებზე, როცა მან კატასტროფა განიცადა.  

 

 

ინციდენტის ადგილისკენ მაშველთა ჯგუფებია გაგზავნილი, მაგრამ სამძებრო პროცესს ის აფერხებს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი მთიანი და მიუვალია. აქედან გამომდინარე შეუძლებელი აღმოჩნდა ტრაგედიის ადგილას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანების მისვლაც.

 


„ასემანი“ მესამე ყველაზე მსხვილი ავიაგადამზიდია ირანში და იგი ქვეყნის დედაქალაქ თეირანშია ბაზირებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი