კიევში მიხეილ სააკაშვილის მომხრეების აქცია პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით გაიმართა. უკრაინის დედაქალაქის ქუჩებში წესრიგს დაახლოებით სამი ათასი პოლიციელი იცავს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ადამიანებს კიევის ცენტრში მისვლისას პრობლემები შეექმნათ. პოლიციის ცნობით, მარშში დაახლოებით 3 000 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.
კოლონას სააკაშვილის მომხრეები ედგნენ სათავეში, მათ შორის მისი პარტიის, „ახალ ძალთა მოძრაობის“ წევრი დავით საყვარელიძე და უმაღლესი რადას დეპუტატი იგორ სობოლევი. მომიტინგეები გასძახოდნენ: „გადადექი“ და „ხელები შორს მიშასაგან“.
უკრაინიდან გაძევებული სააკაშვილი მომიტინგეებს ტელეფონით ჩაერთო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.