ვანის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის დამაკავშირებელ გზაზე დამეწყრილი მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები, ქვათაცვენისა და უამინდობის გამო, ორშაბათს განახლდება
18-02-2018, 18:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს ამაღლება-საპრასიას შორის, დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაწყებული გაწმენდითი სამუშაოები, ქვათაცვენისა და უამინდობის გამო, დროებით შეჩერდა და 19 თებერვალს დილიდან განახლდება.

 


უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფის მიზნით, გეოლოგები ახლაც განაგრძობენ სიტუაციის შესწავლას და და ნიადაგის კვლევას.

 


ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემა არ აქვთ, რადგან აღნიშნულ სოფლებამდე სხვა დამაკავშირებელი გზაც არსებობს, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს.

 


მეწყერი 16 თებერვალს ჩამოწვა, მძიმე ტექნიკამ გაწმენდითი სამუშაოები იმ დღესვე დაიწყო.

 

 

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი