ყიზლარში ადგილობრივმა მცხოვრებმა კარნავალში მონაწილე ადამიანების მისამართით, მონადირის თოფიდან ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხუთმა კი დაზიანებები მიიღო. დაშავებულები ყიზლარის ცენტრალურ სახელმწიფო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება, მოკლულთაგან ყველა ქალია. მოგვიანებით ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინა. იგი ადგილობრივი მკვიდრი, 1995 წელს დაბადებული მამაკაცი აღმოჩნდა, რომელზეც პოლიციას ინფორმაცია მანამდე არ გააჩნდა.
წყაროს ცნობით, მსხვერპლთაგან ყველა ტაძრიდან, წირვიდან ბრუნდებოდა, როდესაც აღნიშნული ინციდენტი მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.