თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ შენობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 20-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს.
"რუსთავი 2" -ის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება შენობის სახურავის გასწვრივ შეინიშნება.
ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გაჩენი მიზეზი.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შენობაში არავინ იმყოფებოდა და შესაბისამისად, არავინაა დაშავებული.
"რუსთავი 2" -ის ცნობით, ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ შენობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2015 წელს პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა ქართული წარმოშობის კორეისა და რუსეთის მოქალაქეებზე და იქ 31 თვეში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობა იგეგმებოდა, რაც არ განხორციელებულა.
მოგვიანებით, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა "რუსთავი 2" -ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ შენობა სახელმწიფოს კუთვნილებაშია, ხოლო ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია. გამგებლის თქმით, დამწვარია შენონის სხვენის 800-დან 1000კვ.მ-დე ფართობი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.