კახა კალაძე: მშენებლობებზე დარღვევების აღმოჩენის პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა 30 000 ლარი იქნება
19-02-2018, 11:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მშენებლობებზე დარღვევების აღმოჩენის პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა, 30 000 ლარი გახდება. კალაძემ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

 

„ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, მნიშვნელოვანია მშენებლობებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით. დედაქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და ჩვენთვის იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონკრეტულად ცვლილებებს რაც შეეხება, მაგალითისთვის, დღეს როცა რაიმე დარღვევები იკვეთებოდა, პირველ შემთხვევაში მათ ეძლეოდათ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება, შემდეგ იყო 3 000-ლარიანი ჯარიმა და ეს ჯარიმა ყოველ დარღვევაზე იზრდებოდა. დაგეგმილი ცვლილებებით პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა იქნება 30 000 ლარის ოდენობის. იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, სადაც მაგალითად მშენებლობა დარღვევების გამო ჰქონდათ შეჩერებული და მიუხედავად შეჩერებისა, კონკრეტული ინვესტორი კომპანია აგრძლებს მუშაობას, ის დაჯარიმდება 50 000 ლარით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ თუ მიწა სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, ჯარიმა 25 000 ლარი იქნება, კერძო საკუთრებაზე - 20 000 ლარი. ეს ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც ჩვენ გვაქვს მშენებლობებზე, მაგალითად, ის რომ ჩაფხუტების გარეშე მუშაობენ. მაგალითად, ფასადის მოპირკეთების დროს, ყოველგვარი დამცავების გარეშე მუშაობენ. თვითონ მშენებლის ინტერესებში უნდა იყოს ის, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები უსაფრთხოდ მუშაობდნენ. ეს ჯარიმები მგონია, რომ მოგვცემს შესაძლებლობას, რათა მოვაგვაროთ არსებული პრობლემები", განაცხადა კახა კალაძემ, რომელმაც პარლამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი