საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოებსა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო რეგულაციები მომზადდება, ცვლილებები „პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში" აისახება, რომელიც თავის მხრივ, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს დაემატება.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს თბილისის მერთან, კახა კალაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„ეს ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მტკივნეული საკითხია და სამშენებლი სამუშაოებზე არის მსხვერპლიც. ინიცირებული კანონპროექტის მიზანია, ეს საკითხი სწორად დავარეგულიროთ. საქმე სანქციების გამკაცრებასა და ადმინისტრირების გაუმჯობესებას ეხება. ასევე გათვალისწინებულია სანქციები, რომელიც უნებართვო მშენებლობებს ეხება. ეს ის საკითხებია, რომელიც კანონონპროექტში ასახულია. საბოლოო ჯამში, ეს ცვლილებები პრობლემის არსებითად მოგვარებას უზრუნველყოფს. ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია და ჩარევა აუცილებელია. მშენებლობის მაღალ ტემპს მივესალმებით, მაგრამ ეს მსხვერპლის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე. ცვლილებები, რომელზეც ვსაუბრობთ, შევა „პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში“. ეს ცვლილებები უკვე ინიცირებულ პროექტს დაემატება, რომელიც მეორე მოსმენით კომიტეტში მიღებულია. ცვლილებები მიმდინარე კვირაში მეორე მოსმენით იქნება მიღებული”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.