საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის თქმით, ვროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების რისკები ამ ეტაპისთვის არ არსებობს. განცხადება ამის თაობაზე აბაშიშვილმა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ყოველთვის, როდესაც ევროპაში ინფორმაცია ვრცელდება საქართველოს მოქალაქეების შესახებ, კრიმინალთან დაკავშირებული და ა.შ, ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ამ ინფორმაციის წარმომავლობის წყაროს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, მათ შორის ეს ყოველთვის ყველა ინფორმაციას არ ეხება, რომ საქართველოს რუსეთის სახით დიდი პროპაგანდისტული მტერი ჰყავს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ალბათ, საქართველოს შესახებ ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას დიდი სიამოვნებით ეცდება, მათ შორის ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ, რომლითაც ჩვენი მეზობელი ბედნიერი სულაც არ არის. ეს ფაქტორი არსებობს, ამ ფაქტორის იგნორირება უბრალოდ არ შეიძლება.
„ჩვენ ორ ფაქტორს ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მივაქციოთ. პირველ რიგში, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, ყველა ჩვენგანმა ძალიან კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილება, მონაპოვართან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაა. რეალურად რომ ვისარგებლოთ იმ სიკეთეებით, რომელსაც ვიზალიბერალიზაცია გვაძლევს, საჭიროა, უფრო ფრთხილად ვიყოთ. ჩვენს გარშემომყოფებს ბევრი უნდა ვესაუბროთ იმ სიკეთეებსა და საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა, სიფრთხილის არ არსებობის შემთხვევაში ჩვენს წინაშე დადგეს. ვიზალიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესი სარგებელია“, განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში, სადაც ამ წუთებში ცენტრის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.