საქართველოს საგარეო უწყების პირველი პირი აცხადებს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. როგორც მიხეილ ჯანელიძემ მედიის წარმომადგენელბთან საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხზე შეკითხვები „მზარდი სტატისტიკიდან გამომდინარე" წარმოიშვა, რასაც როგორც მინისტრი მიიჩნევს, „დროულად, ერთობლივად ვუპასუხებთ".
„მქონდა საუბარი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ასევე ვესაუბრე გერმანიის კანცლერის სამსახურს და ბუნდესტაგის წევრებს. ჩვენ განვიხილეთ ის თანამშრომლობა, რომელიც დღეს გვაქვს და შემდგომი ნაბიჯები. დღეს არ დგას საკითხი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების, მაგრამ წარმოიშვა გარკვეული კითხვები, გარკვეულწილად მზარდი სტატისტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ დროულად, ერთობლივად ვუპასუხებთ", განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.