ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლს სცემა, რის შემდეგაც მეუღლემ მას ჭრილობა დანით მიაყენა.
დაშავებულს ჭრილობა ზურგისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული. იგი ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
„ცოლი დაკავებული არ არის. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მის დასაკავებლად უწყება სასამართლოს განჩინებას ელოდება“, აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.