„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს - შევინარჩუნოთ და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება“, ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეკითხვას ე.წ. შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაცია საქართველოსთვის პრივილეგიასთან ერთად, პასუხისმგებლობაა და ეს როგორც ხელისუფლებამ, ასევე, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავარია, პრევენციული ზომები პრობლემის გაჩენამდე იქნას მიღებული.
„ჩვენ, თავის დროზე, როცა მოგვენიჭა ვიზა-ლიბერალიზაცია, განვაცხადეთ, რომ ეს იყო არა მხოლოდ პრივილეგია საქართველოსთვის, არამედ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა უნდა გავაცნობიეროთ თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც ხელისუფლებამ, ასევე, თითოეულმა მოქალაქემ, რომლებიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებას გვაქვს გაცნობიერებული. ჩვენთვის მთავარია, რომ პრევენციული ზომები მივიღოთ იქამდე, ვიდრე პრობლემა გაჩნდება. ჩვენ შესაბამისად ვმოქმედებთ. მთავრობამ მოიწვია შეკრება იმისთვის, რომ პრევენციული ზომები იყოს მიღებული და დაისახოს გეგმები. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა, თუმცა მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში, შევინარჩუნოთ და ამისათვის, გაკეთდება ყველაფერი. თუმცა, გავიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ ამაში თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეგვიწყოს ხელი“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მთავრობასთან კონსულტაციები გაგრძელდება და კონკრეტული გადაწყვეტილება ამის საფუძველზე იქნება მიღებული.
„ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კონსულტაციები მთავრობასთან ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც იქნება საჭირო პრევენციისთვის, ყველაფერი გაკეთდება. სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება შევიდეს ცვლილებები, თუნდაც სისხლისსამართლებრივი მიმართულებით. კონკრეტულად, რა შეიძლება იყოს ეს, დაკონკრეტება ამ ეტაპზე რთულია. ჩვენ გვექნება კონსულტაციები და ამის საფუძველზე მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.