საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში, კოლეჯში გადამზადება 50-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა.
ჯარისკაცებმა პროფილისა და საქმიანობის მიხედვით, ელექტრიკოსის, შემდუღებლის, სავალი ნაწილის ტექნიკოსისა და ძრავის შემკეთებლის კურსი გაიარეს.
დღეს მათ კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და საზოგადოებრივი კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელმა, მათე ტაკიძემ გადასცეს. მათ სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ კოლეჯის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ჯარისკაცებს მიღებული ცოდნა როგორც შეიარაღებულ ძალებში სამსახურის პერიოდში, ასევე, სამოქალაქო ცხოვრებაში გამოადგებათ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პროფესიულ კოლეჯებს, „სპექტრსა“ და „გლდანის პროფესიული მომზადების“ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა. პროფესიულ სასწავლებლებში სამხედრო მოსამსახურეების მომზადება ფინანსური რესურსის დაზოგვასა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას უწყობს ხელს. თავდაცვის უწყება პროფესიულ სასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.