წყალტუბოს მეოთხე საჯარო სკოლის ხელბურთელ ვაჟთა გუნდი მსოფლიოს სასკოლო ოლიმპიადაზე ყატარში მიემგზავრება
19-02-2018, 17:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მეოთხე საჯარო სკოლის ხელბურთელ ვაჟთა გუნდი მსოფლიოს სასკოლო ოლიმპიადაზე ყატარში მიემგზავრება. 21 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, წყალტუბოელი სპორტსმენები საქართველოს სახელით ისრაელის, გერმანიის, ჩეხეთისა და რუმინეთის სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.

 

 

გუნდს გზა იმერეთის ვიცე გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილემ დავით გორდელაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაულოცეს.

 

 

წყალტუბოს მერმა მე-4 საჯარო სკოლის დირექცია და სპორტის პედაგოგი ნადეჟდა სიხარულიძე მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

 

 

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ მონაწილენი ვართ ისტორიული ფაქტის: - წელს პირველად ტარდება მსოფლიოს სასკოლო ოლიმპიადა ყატარში, სადაც საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა გუნდს ასპარეზობს წყალტუბოს მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

 


მინდა მადლობა გადავუხადო წყალტუბოს მე-4 საჯარო სკოლის დირექციას, სპორტის პედაგოგს - ნადეჟდა სიხარულიძეს იმ დიდი შრომისთვის და თანადგომისთვის, რამაც ამ შედეგებამდე მიგვიყვანა,“ განაცხადა ღონისძიებაზე გრიგოლ იოსელიანმა.

 

 

„ახალგაზრდა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის (ქუთაისის) რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ რევაზ რობაქიძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა.

 

 

მე-4 საჯარო სკოლის ხელბურთელ ვაჟთა გუდს მიესალმა ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კოტე ამირეჯიბი და სპორტული ეკიპირება გადასცა სპორტსმენებს.

 


აღსანიშნავია, რომ მეოთხე საჯრო სკოლის მოსწავლეები სპორტული კლუბების გაერთიანების ხელბურთელთა გუნდის წევრები არიან და ამ გუნდს ამზადებდა ხელბურთის მწვრთნელი ნოე გოგიძე.

 

 

გუნდმა დიდი გზა გაიარა აღიარებამდე: საქართველოს მასშტაბით ჩატარდა მორიგი სასკოლო ოლიმპიადა, ამ ბავშვებმა გაიმარჯვეს ჯერ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შემდეგ რეგიონალულ ტურნირზე, მონაწილოებდნენ იმერეთის სასკოლო ოლიმპიადაში და ბოლოს საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ -დაამარცხეს წინა წლის ჩემპიონი გუნდიც", აღნიშნულია წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი