ვანის მუნიციპალიტეტში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოები განახლდა
19-02-2018, 18:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის დამეწყრილ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დღეს განახლდა.

 

 

საპრსიაში მიმდინარე გზის გაწმენდითი სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა, მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

 

 

16 თებერვალს ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაწყებული გაწმენდითი სამუშაოები, ქვათაცვენისა და უამინდობის გამო ორი დღით შეჩერებული იყო.

 

 

დღეს დილიდან კი, მძიმე ტექნიკამ გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად განაახლა. ქვათაცვენის ყველაზე დიდი კერა უკვე მოხსნილია, მიმდინარეობს მცირე კერების გაუვნებელყოფა.

 

 

როგორც სპეციალისტები აცხადებენ ,დაახლოებით სამ დღეში სრულად გაიწმინდება გზის აღნიშნული მონაკვეთი და აღდგება საავტომობილო მოძრაობა. მანადე კი, ადგილობრივები ალტერნატიული გზით ისარგებლებენ.

 

 

ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი