სირიის სამთავრობო ძალების დაბომბვებს ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ამბოხებულების ხელში მყოფ აღმოსავლეთ ღუთაში, დედაქალაქ დამასკოს სიახლოვეს, აცხადებენ აქტივისტები.
როგორც BBC ბრიტანეთში ბაზირებულ სირიულ ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე დაყრდნობით იუწყება, სულ მცირე 77 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 20 ბავშვია მოკლული საჰაერო დარტყმებისა და სარაკეტო იერიშების შედეგად.

ვარაუდობენ, რომ არმია სახმელეთო ოპერაციისათვის ემზადება.
აღმოსავლეთ ღუთაში, რომელიც 2013 წლის შემდეგ ალყაშია მოქცეული, დაახლოებით 400 000 ადამიანი ცხოვრობს. იგი დამასკოს სიახლოვეს ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ბოლო ანკლავად რჩება. სირიის ძალებმა ამ ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად ოპერაცია თებერვლის დასაწყისში წამოიწყო და გავრცელებული ცნობებით, დღემდე ასეულობით ადამიანია მოკლული და ასევე, დაზიანებები აქვს მიღებული საკმაოდ ბევრს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.