შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლების მესამე ეტაპი დაიწყო
20-02-2018, 16:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლების მესამე ეტაპი დაიწყო.

 

 

ასეულის პირად შემადგენლობას წვრთნებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ძალების რქბ სკოლის ინსტრუქტორები უტარებენ.

 

 

სწავლების გახსნის ცერემონიალი საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ და საქართველოში გერმანიის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრანც იოზეფ ნოლტემ მიმართეს და სწავლების მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

 

 

რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლების მესამე ეტაპს 50-მდე სამხედრო მოსამსახურე 28 თებერვლამდე გაივლის. წვრთნებში ქართველი სამხედროები 2016 წელს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადმოცემულ სპეციალურ სადეკონტამინაციო სატვირთო მანქანებს გამოიყენებენ.

 

 

საქართველომ რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი