მაია ფანჯიკიძე: ხელისუფლება იტყუება, როცა ამბობს, რომ საზოგადოებას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას არ ვპირდებოდითო
20-05-2015, 01:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რუსეთი დაინტერესებულია, რომ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში განსახილველი საკითხების განხილვა გადაიტანოს ისეთ ჭრილში, თითქოს საქართველოს სალაპარაკო აქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებთან. ეს არის მისი ამოცანა, რასაც ვერ ასრულებს სწორედ იმიტომ, რომ ეს ფორმატი არის საერთაშორისო", - ამბობს "რეზონანსთან" ინტერვიუში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე.


"საერთოდ ასეთ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ეს ფორმატი შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური და ჰუმანიტარული თემებისათვის და მას არ უნდა ჰქონოდა არანაირი პოლიტიკური მანდატი. ბოლო პერიოდში აბაშიძეც და კარასინიც აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს. ხშირ შემთხვევაში ეს განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია, რაც ჩემთვის შეშფოთების საგანია, რადგანაც არის იმის საფრთხე, რომ განსახილველად ამ ფორმატში გადავიდეს ისეთი საკითხები, რომლებიც აქამდე ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში განიხილებოდა", - აცხადებს მაია ფანჯიკიძე.


"თუკი ჟენევის ფორმატს გამოვაცლით თემებს და მას გადმოვიტანთ აბაშიძე-კარასინის ფორმატში, მაშინ რუსეთთან პირისპირ აღმოვჩნდებით, რაც ნამდვილად არ არის კარგი. რასაკვირველია, რუსეთი დაინტერესებულია რომ ჟენევის ფორმატი გაუქმდეს. რუსეთი დაინტერესებულია, რომ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში განსახილველი საკითხების განხილვა გადაიტანოს ისეთ ჭრილში თითქოს საქართველოს სალაპარაკო აქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებთან. ეს არის მისი ამოცანა, რასაც ვერ ასრულებს სწორედ იმიტომ, რომ ეს ფორმატი არის საერთაშორისო", - აღნიშნავს რესპონდენტი გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას.


"სანამ საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, მე ვამბობდი, რომ რიგის სამიტისგან მაქვს სამი მოლოდინი: რატიფიკაციის დასრულება; მეორე საკითხი ეს იყო ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილება კონკრეტული თარიღის დასახელებით; და მესამე შეეხებოდა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს შეასრულებს, გახდება ევროკავშირის წევრი", - განაგრძობს მაია ფანჯიკიძე.


"უვიზო მიმოსვლას რაც შეეხება, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს იქნებოდა 2015 წლის ბოლოს ან 2016 წლის დასაწყისში, რასაც ჩვენ ვერ მივიღებთ. ამას ორი მიზეზი აქვს: პირველია ის, რომ საჭირო იყო ძალიან ვრცელი ტექნიკური სამუშაოს ჩატარება. ჩამოსულმა მისიამ შეაფასა ის და 100%-ით შესრულებული არცერთი მოთხოვნა არ არის. 15 მოთხოვნიდან მთლიანად მხოლოდ 7 მოთხოვნაა შესრულებული, ხოლო დანარჩენ რვას აქვს ხარვეზები, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. ტექნიკური სამუშაოები ვერ ჩავატარეთ კარგად. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში საერთო თანხმობა არ არსებობს. ამ ნაწილში საქართველოს ხელისუფლებამ ნოემბრიდან ვერ იმუშავა სათანადოდ, რომ ევროპელი პარტნიორებისთვის აეხსნათ ჩვენი მდგომარეობა. ახლა გამოდიან და იძახიან, არავის შევპირებივართ ამასო. ეს არის ტყუილი. ამას მოსახლეობას ვპირდებოდი მეც, კონკრეტული თარიღის დასახელებით, როდის გაუქმდებოდა ვიზები და იგივე დაპირებას იძლეოდა ქალბატონი ბერუჩაშვილი 2014 წლის დეკემბერში", - დასძენს რესპონდენტი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი