მორიგი არაადექვატური თავდასხმა ვნახეთ საქართველოს პრეზიდენტზე, რაც ახალი არ არის და რომ გითხრათ, ძალიან ვნერვიულობთ, ასე არ არის, აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, „განსაკუთრებით საინტერესოა" ის, რომ გიორგი მარგველაშვილზე თავდასხმა ხორციელდება იმ დროს, როდესაც მარგველაშვილი საზოგადოების სხვადასხვა ნაწილთან შეხვედრებს მართავს.
„უმრავლესობა განსაკუთრებით ამ დროს აქტიურდება. უმრავლესობის მთავარი პრობლემა არის ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნერვიულობენ, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატები არ ჰყავთ, ვერ ახერხებენ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას. ჩემი აზრით, ვერც მოახერხებენ გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის წუთიდან ებრძოდა პრეზიდენტის ინსტიტუტს, გაუჭირდება, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელოს“, განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.