AP: "ივანიშვილის მარიონეტად მიჩნეულმა მარგველაშვილმა თანდათან თავისი კურსი აირჩია და მფარველისგან განცალკევდა"
20-05-2015, 01:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთი მზად არის, გამოიყენოს თავისი შეიარაღებული ძალები ყოფილ საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიებზე გასაფართოვებლად. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ესოშიეთედ პრესთან" საუბრისას განაცხადა.


საქართველოს პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი არასოდეს მიიღებს რუსეთის აგრესიას. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ომმა და 2014 წელს უკრაინის ტერიტორიის - ყირიმის დაპყრობამ აჩვენა, რომ მოსკოვი მზად არის, არასტაბილურობა გამოიწვიოს იმ ქვეყნებში, რომელსაც ჯერ კიდევ თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს.


"ისინი ყველაზე სწრაფი და პირველები არიან ტანკების გამოყვანაში. სწორედ ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევრაზიის კონტინენტის ნახევარი მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. თუ მათ თავიანთ სუვერენულ ქვეყანაში რაიმე სახის არასტაბილური გარემო აქვთ, მათი მეზობელი სწრაფად მოაგვარებს ამ პრობლემას "კალაშნიკოვებით", - აღნიშნა მარგველაშვილმა.


მისივე თქმით, საქართველო ჯერ კიდევ გრძნობს სამხედრო საფრთხეს რუსეთისგან მას შემდეგ, რაც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგა.


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, როგორც 2008 წელს საქართველოში, 2014 წლის მარტში რუსეთმა უკრაინაში არასტაბილური გარემო შექმნა, რასაც ყირიმის მიერთება და რუსეთის მეგობარი პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა.


მარგველაშვილის განცხადებით, თუ დასავლეთის მხრიდან რუსეთის ქმედებები მკაცრად არ დაიგმობა, მსგავსი რამ რუსეთმა შესაძლოა, სხვა მოსაზღვრე ქვეყნებშიც გაიმეოროს.
"ჩვენ უფრო ძლიერ და პრინციპულ მესიჯებს ველოდებით იმის შესახებ, რომ ეს მიუღებელია და დარჩება მიუღებლად მაშინაც, როცა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი შეწყდება", - აღნიშნა მარგველაშვილმა.


"ესოშიეთედ პრესის" სტატიაში საუბარია, ასევე, საქართველოს მისწრაფებებზე, შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატო-ს.


"დაახლოებით 300 ამერიკელი სამხედრო საქართველოში იმყოფება ერთობლივი წვრთნებისთვის. ნატო საქართველოში საწვრთნელ ცენტრს ქმნის, საქართველო საიმედო კონტრიბუტორია ნატო-ს ოპერაციებში, მათ შორის ერაყისა და ავღანეთის კამპანიებში", - აღნიშნულია სტატიაში.


ამასთან, სტატიაში საუბარია კრემლის პროპაგანდაზეც. "რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა ახალი ამბების სააგენტო "სპუტნიკმა" საქართველოში დაიწყო მუშაობა, რომელიც ახალ ამბებს ქართულად და რუსულად აწვდის მკითხველს. რუსული სახელმწიფო ტელეარხებიც ფართოდ ხელმისაწვდომია. მარგველაშვილი აცხადებს, რომ კრემლის პროპაგანდის მიზანია, ქართველებს კითხვა გაუჩნდეთ საკუთარ არჩევანთან - ევროპასთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით", - წერია სტატიაში.


"მთავარი მესიჯია, რომ ევროპელები არ ზრუნავენ თქვენზე, თქვენ მიტოვებული ხართ, არჩევანი არ გაქვთ და საქართველოს ევროპული არჩევანი გაწირულია", - ამბობს მარგველაშვილი სტატიის ავტორთან საუბრისას.


საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა აფართოვებს სავაჭრო კორიდორის როლს, რომელიც კასპიის რეგიონს შავ ზღვასთან აკავშირებს. მისივე ქმით, იგეგმება იმ სავაჭრო პარტნიორების რიცხვის ზრდა, რომელთაც საქართველოში სტაბილურობის ინტერესი აქვთ. "ესოშიეთედ პრესის" სტატის დასასრულს მოკლედ მიმოხილულია მარგველაშვილის კარიერაც. "45 წლის მარგველაშვილს დოქტორის ხარისხი აქვს ფილოსოფიაში. მან კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი განათლების სფეროს დაუთმო, მათ შორის იყო განათლების მინისტრიც, ვიდრე 2013 წელს პრეზიდენტად აირჩევდნენ. იგი ბიძინა ივანიშვილის პირადი არჩევანი იყო, მილიარდერის, რომლის პოლიტიკურმა ძალებმაც ყოფილი პერზიდენტის, მიხეილ სააკავშილის მთავრობა საპარლამენტო არჩევნების შედეგად დაამარცხეს. თავდაპირველად ივანიშვილის მარიონეტად მიჩნეულმა მარგველაშვილმა თანდათან თავისი კურსი აირჩია და მფარველისგან განცალკევდა", - წერია სტატიაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი