პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მათიკაშვილმა სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს სამარცხვინო უწოდა.
„სააკაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ის არ არის მაღალი, ის არის გრძელი. იმ სიგრძით ამაყობს, რაზეც მიხეილ სააკაშვილი ასე გულმოდგინედ საუბრობდა გუშინდელ განცხადებაში. კაცმა უნდა იამაყოს მაღალი რეპუტაციით, ღირსებით, ქალებთან ღირსეული დამოკიდებულებით, რისგანაც მიხეილ სააკაშვილი იყო და არის დაცლილი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელმაც ექვსი წლის წინ ჩამოგვაცილა ის სირცხვილი, რასაც ერქვა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა”, განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს ყოფილის პრეზიდენტის თქმით, „ივანიშვილი და წულუკიანი თავისი მასშტაბების გამო, იქამდეც ვერ მომწვდნენ, სადაც ჩემზე მოწვდენა უნდოდა ივანიშვილის პატრონ პუტინს".
აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის საკომიტეტო გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
„იქამდეც ვერ მომწვდნენ ეს სუბიექტები და ვერც მომწვდებიან, მაგრამ ქართველი ხალხი მიწვდება მათ ყველგან, სადაც საჭიროა და სათანადოდ აგებინებს პასუხს”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.