ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ ხელმოწერილი ერთ-ერთი ბოლო ბრძანება პარლამენტში ცხარე განხილვის თემაა
20-05-2015, 02:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრის, ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ ხელმოწერილი ერთ-ერთი ბოლო ბრძანება პარლამენტის შესაბამის კომიტეტში ცხარე განხილვის თემაა.


საუბარია 2015 წლის 24 აპრილს გამოცემულ ბრძანებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების – კერძოდ კი, გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიოს შემოტანას ხდის შესაძლებელს.


ყოფილი მინისტრის მიერ გამოცემულ ამ ბრძანებაზე პასუხების გაცემას კომიტეტის წევრებისათვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია ცდილობს. განხილვაში მონაწილეობს გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი.


როგორც კომიტეტის წევრები ამბობენ, აღნიშნული ბრძანება ეწინააღმდეგება პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც ცოცხალ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემოტანაზე გარკვეულ აკრძალვებს და შეზღუდვებს აწესებს.


დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ეს არის რისკის შემცველი პროდუქტი და არსებობს რეალური საფრთხე იმისა, გენმოდიფიცირებული სოიოს თესლი გარემოში ინპროდუქცია მოხდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი