უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა
21-02-2018, 22:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა, განუცხადა „რია ნოვოსტის“ მისმა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ.

 


მისი სიტყვებით, დაცვის მხარე ამგვარ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და განზრახული აქვს მისი გასაჩივრება.

 


უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი 12 თებერვალს პოლონეთში იძულებით გაამგზავრა, ქვეყანაში, საიდანაც იგი გასული წლის შემოდგომით უკრაინაში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის გარღვევით შევიდა.

 


პოლონეთში დეპორტირებული სააკაშვილი მოგვიანებით ნიდერლანდებში ჩავიდა, სადაც მას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცა, რომელიც სააკაშვილის თქმით, ევროკავშირის ზონაში ცხოვრების და მუშაობის უფლებას იძლევა.

 


სააკაშვილი აცხადებს, რომ ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი