2018 წელი ლოგისტიკის წლად გამოცხადდა
22-02-2018, 10:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელი უწყებაში ლოგისტიკის წლად გამოაცხადა. გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრმა შეკრებილ სამხედროებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „არმიჰოლში“ გააცნო. ლევან იზორიას განცხადებით, რეფორმის მიზანი შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეცენტრალიზება, ავტონომიურობა, მობილურობა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მართვისა და კონტროლის გამარტივებაა. თავდაცვის მინისტრის თქმით, თითოეული ქვედანაყოფის ხარჯებისა და რესურსების მოდელირების მიზნით ავტომატიზებული სისტემები დაინერგება, რაც უწყებას რესურსების უკეთ მართვის შესაძლებლობას მისცემს.

 

 

რეფორმის ფარგლებში, ასევე, მარაგების ანალიზის, მხარდაჭერის შესაძლებლობებისა და 2018 წლის ლოგისტიკის სამოქმედო გეგმა შემუშავდა.

 

 

პრეზენტაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები დაესწრნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გარდა, „შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სისტემების განვითარების პრეზენტაციაზე“ სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი პირველი მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, კუბიკის (აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი) პროგრამის მენეჯერი გრეგორი კანატა და აშშ-ის ევროპული სარდლობის სტრატეგიული ლოგისტიკის დირექტორის მოადგილე, კაპიტანი ბრაიან როსა გამოვიდნენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი