ისრაელმა გასულ წელს ავსტრალიაში თვითმფრინავის ჩამოგდების გეგმა ჩაშალა, რითაც ქვეყანას სავარაუდო ტერორისტული აქტის აღკვეთაში და ასეულობით ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაში დაეხმარა. აღნიშნული ორივე სახელმწიფომ დაადასტურა.
გასულ წელს ავსტრალიის პოლიციამ „ეტიჰად ეარვეისის“ სიდნეიდან აბუ დაბიში მიმავალი თვითმფრინავის აფეთქების მცდელობის ბრალდება ორ ძმას წარუდგინა.
ოთხშაბათს, იერუსალიმში წარმოთქმული სიტყვისას, ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მისი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მაღალ პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი, განაცხადა რა, რომ მათ „წარმოუდგენელი ხოცვა-ჟლეტის“ მცდელობის გეგმა ჩაშალეს.
ოფიციოზის განცხადებით, სავარაუდო ტერორისტული აქტის უკან „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფება იდგა.
როგორც BBC იუწყება, იმ დროს ავსტრალიის პოლიციამ განაცხადა, რომ სახლში დამზადებული ბომბი, რომელიც ხორცის გასატარებელი მანქანის შიგნით იყო დამალული, 15 ივლისს გამზადებული იყო თვითმფრინავზე ასატანად, მაგრამ არ მომხდარა მისი უსაფრთხოების შემოწმების პუნქტზე გატარება მას შემდეგ, რაც გეგმის განხორციელება უცნობი მიზეზით იქნა შეჩერებული.
პოლიციამ განაცხადა, რომ როცა ბომბის აფეთქების გეგმა ჩავარდა, ორი ეჭვმიტანილი მეორე ტერორისტული აქტის განხორციელებას შეუდგა, რაც მოიცავდა იმპროვიზებული ქიმიური მოწყობილობით წყალბადის სულფიდის ან „დამპალი კვერცხის გაზის“ გაშვებას.
ლიბანელი-ავსტრალიელი ძმები, 49 წლის ხალიდ ხაიატი და 32 წლის მუჰამედ ხაიატი, მოგვიანებით სიდნეიში დააკავეს და „ტერორისტული თავდასხმის მომზადება-დაგეგმვის“ ბრალი წარუდგინეს.
ახალი ამბების სააგენტო AFP-ის ცნობით, ისრაელს არ გაუმჟღავნებია, თუ რომელი რეისი იყო მისი გაფრთხილების ცენტრში.
მიუხედავად ამისა, სამხედრო სადაზვერვო ჯგუფის „შენაერთ 8200“-ის გაფრთხილებამ - ჯგუფის, რომელიც ხშირად არის დაკავშირებული შეერთებული შტატების უსაფრთხოების სააგენტოსთან - ავსტრალიაში დაპატიმრებები განაპირობა.
„ისრაელის სადაზვერვო სამსახურებმა ჩაშალეს ავსტრალიური თვითმფრინავის ჩამოგდება, წარმოუდგენელი ხოცვა-ჟლეტა“, უთხრა ნეთანიაჰუმ ებრაელ-ამერიკელ ლიდერებს იერუსალიმში და დაამატა:
„ეს გამოიწვევდა დიდ შეფერხებებს მსოფლიო საჰაერო სატრანსპორტო სისტემაში და ეს მხოლოდ ერთი ტერორისტული თავდასხმაა იმ ათეულობით მცდელობას შორის, რაც ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ჩავშალეთ“.
ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა პიტერ დუტონმა განაცხადა, რომ ისრაელი „პირდაპირ“ იყო ჩართული სავარაუდო ტერორისტული აქტის გახსნაში.
„ეტიჰადის თვითმფრინავი თითქმის უკვე უნდა აფეთქებულიყო ცაში და გამოეწვია ასეულობით ადამიანის სიცოცხლის დაკარგვა, ასე რომ, ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ამ საქმეზე ისრაელის მიერ გაწეული დახმარების“, განუცხადა ადგილობრივ რადიოსადგურ 2GB-ს დუტონმა.
ლიბანმა განაცხადა, რომ ავსტრალიას მანაც მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნულ საქმეზე.
სავარაუდო ტერორისტული აქტი ყველაზე უფრო მეტად დახვეწილი მცდელობა იყო, რაც კი მანამდე ავსტრალიაში დაგეგმილა, აღნიშნა პოლიციამ, რომლის თქმითაც, მეორე სავარაუდო გეგმა, რომელიც გაზის გამოყენებას ითვალისწინებდა, განხორციელებასთან ახლოს არ ყოფილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.