საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის ფარგლებში, „ოჯახების მზადყოფნის პროგრამა“ იწყება. „ოჯახების მზადყოფნის პროგრამის“ დოკუმენტზე ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდამჭერი სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მაიკლ ლიპერმა მოაწერეს.
„ოჯახების მზადყოფნის პროგრამა“ მიზნად სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვას, მოტივაციის გაზრდას, ასევე კრიზისულ სიტუაციებში სამშვიდობო მისიაში მყოფი სამხედროების ოჯახის წევრების მხარდაჭერასა და მათი განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
პროგრამის ფარგლებში, სამშვიდობო მისიაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისათვის საინფორმაციო, შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და სხვა ღონისძიების გამართვა იგეგმება.
დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალამდე გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, ასევე თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.