შეიარაღებულ ძალებში ტურნირი ხელჩართული ბრძოლა ხრიდოლის წესებით დასრულდა. ტურნირში გუნდური პირველი ადგილი სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა აიღეს.
სულ ასპარეზობაში შეიარაღებული ძალების 10 ქვედანაყოფიდან 50-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრი 9 წონით კატეგორიაში ოთხი საპრიზო ადგილის მოსაპოვებლად ჩატარდა და გამარჯვებულ სამხედრო მოსამსახურეებს სიგელები და მედლები გადაეცათ.
გუნდურ პირველობაში გამარჯვებულ სპეციალური ოპერაციების ძალებს კი სპეციალური თასი გადაეცათ.
შეჯიბრი გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტული ღონისძიებების სამსახურმა ჩაატარა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.