"მოგიწოდებთ, ტელევიზიებმა დაასრულოთ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარმოებული პროპაგანდის ტირაჟირება", - განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "მაესტროსთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
"იძულებული ვარ, შეგაწყვეტინოთ, რადგან თქვენ არ იცით, რა საუბრები მქონდა ევროპელ ლიდერებთან, გნებავთ, დახურულ კარს მიღმა და გნებავთ, ღიად... თქვენ – "მაესტრო", რომელიც იყავით და იმედი მაქვს, ახლაც ხართ სიტყვის თავისუფლების დამცველები, მით უმეტეს არ უნდა იმეორებდეთ "ნაციონალური მოძრაობის" მოსაზრებებსა და ფრაზებს... მე არ ვაპირებ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას პასუხი გავცე... თუ დღეს იმისათვის მომიწვიეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას ვუპასუხო, მე მგონი, არასწორად შეარჩიეთ... მე მინდა, გისაყვედუროთ, თუმცა არ მინდა, რომ მიიღოთ ეს, როგორც ჩემგან კრიტიკა პირდაპირი მნიშვნელობით – ეს თქვენ არ გეკუთვნით და ეს ჩემთვის გასაგებია, მაგრამ მინდა, ერთი რამ ძალიან კარგად განგიმარტოთ: არ ვაპირებ, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას, რაღაც გაუგებარ, აბსურდულ აზრებს ვუპასუხო და ზოგადად, მოგიწოდებთ, ტელევიზიებმა დაასრულოთ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარმოებული პროპაგანდის ტირაჟირება – ეს, პირველ რიგში, თქვენ დაგაზიანებთ და თქვენ უბრალოდ დაკარგავთ მაყურებელს, იმიტომ, რომ საზოგადოებას დღეს სჭირდება სიმართლე, ხოლო თქვენ თუ ხართ მოწადინებული, რომ საზოგადოებას სიმართლე უთხრათ, მაშინ არ უნდა იმეოროთ 24 საათი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოთქმული კრიტიკა, – ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, მეგობრული რჩევა" – მიმართა ჟურნალისტს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.