დუშეთში „ლიტვურ-ქართული კულტურის ცენტრის“ წარმომადგენლებმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს
22-02-2018, 18:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთში „ლიტვურ-ქართული კულტურის ცენტრის’’ წარმომადგენლებმა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

 

 

ცენტრის ხელმძღვანელმა, ირმა ჯანგირაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ცენტრის სამომავლო გეგმები გააცნო.

 

 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა აგრეთვე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის’’ სტუდენტების, სოსო ჩიტაურის, ჯემალ დამაცალაშვილისა და შოთა ბურჯანაძის პრეზენტაციები.

 

 

სტუდენტებმა ისაუბრეს ლიტვურ-ქართული ურთიერთობების შესახებ და დამსწრე საზოგადოებას ლიტვაში მიღებული გამოცდილების საინტერესო ასპექტები გაუზიარეს.

 

 

შეხვედრის დასასრულს, ცენტრის ხელმძღვანელის ორგანზიებით გაიმართა კონკურსი რა ვიცით ლიტვის შესახებ’’, გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

 

 

აღსანიშნავია, რომ ლიტვურ-ქართული კულტურის ცენტრი’’ ფუნქციონირებას მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან დუშეთში, ყოფილი მუსიკალური სკოლის შეობაში დაიწყებს და ცენტრის ხელმძღავენელის ინიციატივით, ახალგაზრდებს სხვა პროგრამებთან ერთად, ინგლისური ენის უფასო სწავლებას შესთავაზებს.

 

 

ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი