ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი სახელმწიფო სათათბიროს პალატებში ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „მეკავშირეობისა და ინტერგაციის ხელშეკრულების“ რატიფიცირების საკითხში თავის წარმომადგენლად დანიშნა.
„რია-ნოვოსტის“ ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე განთავსდა. რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის „სამეკავშირეო ხელშეკრულება“ მოსკოვში 2015 წლის 18 მარტს გაფორმდა.
გრიგორი კარასინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკების პროცესში რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს, რის გამოც აღნიშნულ მოლაპარაკებას „აბაშიძე-კარასინის ფორმატსაც“ უწოდებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.