პრეზიდენტი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს: დიდი მადლობა იმ შთამბეჭდავი მხარდაჭერისთვის, რომელიც დანიას წლების მანძილზე საქართველოს მიმართ განუხორციელებია
23-02-2018, 18:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდერს სამუელსენთან შეხვედრა ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით დაიწყო და მას ძალიან სამწუხარო ფაქტი უწოდა.

 

 

„ჩვენი თანამებრძოლი, რომელიც წლების მანძილზე იცავდა გლობალურ უსაფრთხოებას, რამდენიმე საათის წინ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს.

 


ის იყო ქართველი სამხედრო, რომელიც ემსახურებოდა გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას საერთაშორისო მისიებში. სამწუხაროდ, ის მოიტაცეს და მოკლეს.

 


მოხარული ვარ, თქვენ საქართველოში იმყოფებით, ვიყენებ ამ შესაძლებლობას, რომ მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან იმ ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობა განიხილა, რომელსაც საქართველოსათვის დანიის სამეზობლო პროგრამა ითვალისწინებს.

 


დიდი მადლობა იმ შთამბეჭდავი მხარდაჭერისათვის, რომელიც დანიას წლების მანძილზე საქართველოს მიმართ განუხორციელებია და როგორც მე ვიცი, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაგრძელდება და კიდევ უფრო გაუმჯობესდება“, აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თავის მხრივ, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა დღეს სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რუსეთის აგრესიული ქმედებები, ბორდერიზაციისა და მცოცავი ანექსიის პროცესი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი