გენმოდიფიცირებული სოიოს შემოტანაზე ელგუჯა ხოკრიშვილის ბრძანება შესაძლოა, "მრეწველებმა" გაასააჩივრონ. აღნიშნული განცხადება, "მრეწველების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ყოფილი მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ 2015 წლის 24 აპრილს გამოცემული ბრძანება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების – კერძოდ კი, გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიოს შემოტანას ხდის შესაძლებელს არ არის სწორი და ის ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
აღნიშნული ბრძანება პარლამენტის შესაბამის კომიტეტში ცხარე კამათის და დაპირისპირების მიზეზი დღეს დილით გახდა. როგორც დეპუტატების კრიტიკის პასუხად გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მინისტრის თემურ მურღულიამ განმარტა, "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ" პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გენმოდიფიცირებული თესლის ცხოველთა საკვებად შემოტანას არ კრძალავს და ასეთ შემთხვევაში მის ეტიკეტირებას ითვალისწინებს. ამასთან, მურღულიას თქმით, საქართველოს არა აქვს შესაძლებლობა იმისა, გრძელვადიანი ტესტებით განსაზღვროს - რომელია კარგი და რომელი ცუდი, ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ მხრივ ქვეყანა ევროკავშირის ნუსხას ეყრდნობა და ხოკრიშვილის ბრძანებით დაშვებული სოიოს გენმოდიფიცირებული თესლი, ევროკავშირის ნუსხით არის დაშვებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.