შეიარაღებულმა ოფიცერმა, რომელიც ფლორიდის სკოლაში გასულ კვირას განხორციელებული სროლებისას შენობის გარეთ იდგა, „უდავოა, რომ ცუდი სამსახური გასწია“, განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ოფიცერმა სკოტ პიტერსონმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ მას ეჭვმიტანილისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ოფიცერი მთელი თავისი ცხოვრება გადიოდა წვრთნას, მაგრამ „უდავოა, რომ ცუდი სამსახური გასწია“ სტუდენტების დაცვის მხრივ.
„იგი წვრთნას გადიოდა მთელი მისი ცხოვრება, მაგრამ როცა დადგა დრო რაღაცის გაკეთების, მას არ აღმოაჩნდა გამბედაობა. უდავოა, რომ მან ცუდი სამსახური გასწია, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ის იქ 5 წუთი, 5 წუთი იყო და მთელი სროლები ესმოდა და ეჭვგარეშეა, რომ ცუდი სამსახური გასწია“, უთხრა ტრამპმა პარასკევს რეპორტიორებს თეთრი სახლის გარეთ.
ტრამპის მიერ გაკეთებულ კომენტარს წინ უძღოდა ადგილობრივი შერიფის, სკოტ იზრაელის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ შეიარაღებული და უნიფორმაში ჩაცმული ოფიცერი სკოტ პიტერსონი კამპუსში იმყოფებოდა, როცა პარკლენდში, „მარჯორი სტოუნმენ დუგლასის საშუალო სკოლის“ კამპუსში სროლა დაიწყო.
მისი თქმით, ვიდეოჩანაწერი აჩვენებს, რომ პიტერსონი იმ შენობასთან, სადაც თავდასხმას ჰქონდა ადგილი, პირველი გასროლიდან დაახლოებით 90 წამში მიდის და დაახლოებით ოთხი წუთის განმავლობაში რჩება გარეთ. შერიფის განცხადებით, თავდასხმა ექვსი წუთი გაგრძელდა.
შეკითხვაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინა პიტერსონს, შერიფმა ისრაელმა თქვა: „უნდა შესულიყო, უნდა გაეცა პასუხი მკვლელისთვის, მოეკლა მკვლელი“.
პიტერსონს ჯერჯერობით საჯარო კომენტარი ამ საკითხზე არ გაუკეთებია. შერიფმა იზრაელმა განაცხადა, რომ მას არ დაუსახელებია მიზეზი, თუ რატომ არ შევიდა შენობაში, სადაც მსროლელი იმყოფებოდა.
უცნობია, წარედგინება თუ არა ბრალი ოფიცერს.
შერიფმა აღნიშნა, რომ იგი არ აპირებს ვიდეოს გამოქვეყნებას, რომელზეც პიტერსონია ასახული და ალბათ არც არასდროს გააკეთებს ამას, თუ ეს „დამოკიდებული არ იქნება სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე“, რომლის მიხედვითაც, 19 წლის ეჭვმიტანილს, სკოლის ყოფილ სტუდენტს, ნიკოლა კრუზს ადამიანების მასობრივ მკვლელობაში ედება ბრალი.
კრუზმა სკოლაზე განხორციელებული თავდასხმისას ნახევრადავტომატური იარაღი AR-15 გამოიყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა, თუმცა მოგვიანებით იგი პოლიციამ დააკავა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მასწავლებლების იარაღით აღჭურვამ შეიძლება რომ დაიცვას სკოლები სროლებისაგან.
მან თქვა, რომ სკოლის თანამშრომლებს, რომელთაც იარაღი ექნებათ, შეეძლებათ „ძალიან სწრაფად“ დაასრულონ თავდასხმა.
როგორც BBC იუწყება, ტრამპმა აღნიშნული წინადადება მას შემდეგ წამოაყენა, რაც ფლორიდის სკოლაში განხორციელებული სროლებისას გადარჩენილები მას ემოციურად შეევედრნენ, რომ რამე იქნეს გაკეთებული იმისათვის, რათა მსგავსი რამ კვლავ არ მოხდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.