თბილისის საქალაქო სასამართლომ თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მოკლული 22 თებერვალს, გამთენიისას იპოვეს.
იმავე დღეს, გოგონას მკვლელობის ბრალდებით, გარდაცვლილის შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, გრიგალაშვილმა ნაცვლიშვილს სასიკვდილო ჭრილობები, შურისძიების მოტივით, ცივი იარაღით მიაყენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.