საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა თავდაცვის უწყებაში კანადელ დიპლომატებს უმასპინძლა. კანადის ელჩი და თავდაცვის ატაშე თურქეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში - კრისტოფერ კუტერი და კაპიტანი ივან ალეინი თბილისში სწავლების დაგეგმარების კურსის დახურვაზე სპეციალურად ჩამოვიდნენ.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და კანადელი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობა და სამხედრო თანამშრომლობის კუთხით სამომავლო პროექტები განიხილეს. განსაკუთრებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში კანადელი ექსპერტების საქართველოში მოვლინებას.
შეხვედრის დასასრულს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ კანადის კაპიტანი ივან ალეინი, რომელმაც თავდაცვის ატაშეს უფლებამოსილება დაასრულა, „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვა.
ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.