საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიას 41 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
24-02-2018, 11:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიას 41 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სააქართველოს შეიარარებულ ძალებში გაწევრიანება ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა მიულოცეს და სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვეს.

 

 

დღეიდან სამხედრო მოსამსახურეები ეროვნული გვარდიის სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ცხრა თვის განმავლობაში იმსახურებენ. ფიცის დადებამდე კი, რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) სამთვიანი კურსი ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე გაიარეს. საბრძოლო მომზადების განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს.

 

 

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი