ჟურნალისტ გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს და მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებების საფუძველზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
გიორგი სანაიას ძმის, ჟურნალისტ ვახო სანაიას განცხადებით, ყოფილი პანკისური დაჯგუფების წევრი კოტე ციხისთავი სატელევიზიო ეთერისას ასახელებდა ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს და კონკრეტულ პირებს, რომელთაც მკვლელობის საქმეზე აქვთ შემხებლობა.
სანაიას განცხადებით, პროკურატურამ უნდა დაადგინოს და დაკითხოს მსჯავრდებული კოტე ციხისთავი.
გიორგი სანაიას საფლავთან ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. სანაიას დღეს 43 წელი შეუსრულდებოდა.
ჟურნალისტი გიორგი სანაია 2001 წელს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.