თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ჩართულობითა და საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანადგომით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისათვის ეტლების უსასყიდლოდ გადაცემა გრძელდება.
საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე და საორგანიზაციო მდივანი ქეთევან გოგელია თერჯოლის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ და პირადად მიიღეს მონაწილეობა ეტლების გადაცემაში, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში დაიწყო და ოჯახებში ვიზიტით გაგრძელდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ფანჩულიძემ, საკრებულოს წევრებმა და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა საპატიო სტუმრებთან ერთად რემდენიმე ბენეფიციარი მოინახულეს და დარწმუნდნენ, რამდენად კომფორტულია აღნიშნული ეტლები, რომლებიც ბენეფიციარების მორგების ყველა ნიუანსის გათვალისწინებითაა დამზადებული ამერიკული დონორი ორგანიზაციის LDS Charities დახმარებით. ამ ეტაპზე 24 ბენეფიციარი დაკმაყოფილდა.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.