ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი ყოფილი ქართველი სამხედრო პირის, არჩილ ტატუნაშვილის შესახებ ცხინვალიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ იმ დროს როცა ტატუნაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს იგი უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო სხეულზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა.
„ტატუნაშვილი უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და სამედიცინო პერსონალის განცხადებით, მას აღენიშნებოდა ისეთი ფიზიკური დაზიანებები, რაც ქმნიდა ეჭვს მის ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით... სამწუხაროდ, არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევა არის შემთხვევა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა - გარდაცვალებით, თუმცა ძალიან ხშირად ვიღებთ ინფორმაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება საქართველოს მოქალაქეების დაკავება და არასათანადო მოპყრობის და ცემის ფაქტები, რაც შედარებით ნაკლებად ხმაურდება იმიტომ, რომ ვთქვათ, გარდაცვალებამდე არ მიდის, თუმცა ძალიან ხშირია შემთხვევა, მათ შორის ვიღებთ ინფორმაციებს, რომ არასრულწლოვნების გადაყვანა ხდება პოლიციის განყოფილებაში, თითქოსდა ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით და ხდება ფიზიკური ანგარიშსწორება“, განაცხადა ნინო ლომჯარიამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.