სკოლის მოსწავლე გოგონების საძებნელად, რომლებიც გასულ კვირას დიდი ალბათობით „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებმა გაიტაცეს, ნიგერიის ხელისუფლებამ დამატებითი ჯარები და თვითმფრინავები ჩართო.
BBC- ის ცნობით, 110 გოგონა მას შემდეგ იძებნება, რაც ჯიჰადისტებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ იობის ქალაქ დაფჩიში 19 თებერვალს მათი სკოლა იერიშით აიღეს.
პრეზიდენტმა მუჰამადუ ბუჰარიმ განაცხადა, რომ ეს არის „ეროვნული უბედურება“ და ბოდიში გამოუცხადა გოგონების ოჯახებს.
გატაცებული სკოლის მოსწავლეების მშობლებსა და ნათესავებს შორის კი სიბრაზე იზრდება. ისინი ნიგერიის ხელისუფლებისაგან პასუხების მიღებას ითხოვენ იმ ფონზე, როცა გასულ თვეს დაფჩის მთავარი უსაფრთხოების პუნქტებიდან ჯარისკაცები იქნენ გაყვანილნი, რამაც ქალაქში კონტროლი შეასუსტა.
დაფჩი, რომელიც დაახლოებით 270 კმ-ის მანძილზე მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ჩიბოკიდან, თავდასხმის ობიექტი გასულ ორშაბათს გახდა. სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა თავი მიმდებარე ჩირგვებს შეაფარეს.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ნიგერიის უსაფრთხოების ძალებმა, რომელთაც ზურგს სამხედრო თვითმფრინავები უმაგრებდნენ, მოგვიანებით მოიგერიეს იერიში.
ხელისუფლებამ თავდაპირველად უარყო სტუდენტების გატაცება და განაცხადა, რომ ისინი თავდამსხმელებს ემალებოდნენ, მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ თავდასხმის შემდეგ 110 გოგონა იძებნებოდა.
„ბოკო ჰარამის“ მეამბოხე მებრძოლები ნიგერიის ჩრდილოეთით დიდი ხანია რაც ბრძოლებს აწარმოებენ. დაახლოებით 4 წლის წინ მათ ჩიბოკის სკოლიდან 276 გოგო გაიტაცეს, მათგან 100-ზე მეტი მოზარდის ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია.
ვარაუდობენ, რომ კონფლიქტმა ათეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო გატაცებულთა რაოდენობა ათასობით ადამიანს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.