საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელს ეწვევა
26-02-2018, 10:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 26 თებერვალს ბრიუსელს ეწვევა.

 

 


ქართველი დეპუტატები შეხვედრებს ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტ იოან პაშკუსთან და ევროპარლამენტარებთან: ანა გომეშთან, კლერ მუდისთან, საჯად კარიმთან, მაიკლ გალერთან, დევიდ მაკალისტერთან გამართავენ.
 ვიზიტი საქართველოს პარლამენტთან ევროპარლამენტის თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ევროპარლამენტის ორგანიზებით გაიმართება და მისი მთავარი თემა საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები იქნება.

 

 

ქართველი დეპუტატები და ევროპარლამენტარები კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე და ამ მიმართულებით, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.

 

 



ასევე გაიმართება ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრები, სადაც მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები იქნება.

 

 

განხილვის თემა იქნება აგრეთვე, საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა და ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები.





 

 

საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში სერგი კაპანაძე, თამარ ხულორდავა, ირაკლი კოვზანაძე, გიორგი კახიანი, ირაკლი ბერაია, რომან გოცირიძე და ნინო წილოსანი არიან, ბრიუსელში ვიზიტს 1 მარტს დაასრულებს.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი