ლევან დავითაშვილი: ფაროსანა არის მწერი უბრალოდ და ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება ცოტა გადაჭარბებულიც არის
26-02-2018, 10:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს, პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სოფლის მეურნეობის ნაწილში, სამინისტროს ანგარიშს წარადგენს.

 

 

როგორც მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, „ფაროსანა არ უნდა იყოს პარლამენტში ჩვენი განხილვის მთავარი თემა, რადგან ფაროსანას გარდა ძალიან ბევრი სხვა მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში".

 

 

„რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, მაგრამ არა ერთადერთი და არა უმნიშვნელოვანესი. ეს არის სასოფლო-სამეურნეო მავნებელი, მარტივად რომ ვთქვათ, ის არის მწერი უბრალოდ და ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება ცოტა გადაჭარბებულიც არის და საპარლამენტო განხილვის მთავარი თემა ეს ნამდვილად არ უნდა იყოს. არაერთი შეხვედრა ყოფილა ამასთან დაკავშირებით სპეციალისტებთან ერთად, იყო სხვადასხვა ფორმატში ამის განხილვა. ვფიქრობ, რომ როცა სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკის ნაწილში ამაზე ყურადღება ნამდვილად არ უნდა გამახვილდეს, ეს ჩემი აზრია და ამაზე პარლამენტარებს მეც ვეტყვი. სამწუხაროდ, პოლიტიზებული იქნა ეს თემა, არადა არის აბსოლუტურად ტექნიკური საკითხი, სოფლის მეურნეობის მიმდინარე გამოწვევა. ამ საკითხზე კომუნიკაცია ფერმერებთან 2017 წელს დაიწყო და შედგა. 2018 წელს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სრულად მომზადებული ხვდება, ჩატარებულია ყველა ის მოსამზადებელი სამუშაო, რაც საჭიროა ჩვენი ფიტოსანიტარული შესაძლებლობების გასაძლიერებლად", განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი