უბედური შემთხვევა კახეთის რეგიონში - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში რკინის კონსტრუქციის დაცემის შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი" ახალსოფლის სკოლის დირექტორზე, მალხაზ ცერცვაძეზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მოზარდები სახლთან ახლოს მდებარე სახერხ საამქროსთან თამაშობდნენ, მოულოდნელად ერთ-ერთი დანადგარი გადაბრუნდა და მოზარდი მოიყოლა. შედეგად, 12 წლის ბიჭმა გულ-მკერდის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო და ადგილზე დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.