კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: დესტრუქციულ, მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობას
26-02-2018, 13:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში მოქმედი ბიბლიოთეკების რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს ეხმაურება.

 

 

მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობა თანამშრომლობს „ევროპულ საქართველოსთან“, რომელიც კონსტრუქციულია და მისივე თქმით, ვერ მოხდება თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასთან", სანამ „არ დალაგდებიან".

 

 

„ჩვენ უნდა გავყოთ ოპოზიცია, ერთია მარგინალური, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს და მეორეა „ევროპული საქართველო“, რომელიც არის კონსტრუქციული. ჩვენ „ევროპულ საქართველოსთან“ ვთანამშრომლობთ, რადგან კონსტრუქციულები არიან. დესტრუქციულ, მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. საკრებულოშიც გაკეთდა განცხადებები. ამაზე ვისაუბრე და ეს იქნება ასე, სანამ არ დალაგდებიან და გაერკვევიან რა უნდათ“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ოპოზიცია ბიბლიოთეკების რეფორმას არ ეთანხმება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი