ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა კომენტარი გააკეთა ლატვიელი პოლიტიკოსების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მას და საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, ალექსანდრე ბასტირკინს, რუსეთის კიდევ არაერთ მოქალაქესთან ერთად, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს მას შემდეგ, რაც ისინი „მაგნიტსკის სიაში“ შეყვანილებად იქნენ გამოცხადებულნი.
„რა გაეწყობა, თუკი ლატვია ჩვენ სანქციებს გვიწესებს, ჩვენ, როგორც ადამიანები, აღზრდილები სხვა ტრადიციებსა და ღირებულებებზე, ვიწვევთ ყველა ლატვიელს ჩეჩნეთში. მე ვიცი, რომ სეიმი, რომელიც სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა, არ ხელმძღვანელობდა ლატვიელი ხახლის ინტერესებით, მაგრამ უნდოდა ესიამოვნებინა სპილოსთვის“, დაწერა კადიროვმა „ტელეგრამის“ საკუთარ ანგარიშზე, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ წერს.
მან ირონიულად აღნიშნა, რომ ლატვიაში ვიზიტი მისთვის „მთელი ცხოვრების მიზანი“ იყო.
გასული კვირის ხუთშაბათს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა ქვეყანაში 49 პირის შესვლის აკრძალვის შესახებ გამოაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.